ბელგიაში, ქალაქ შარლერუაში, "მაჩეტეთი" შეიარაღებულმა პირმა ორი ქალი პოლიციელი დაჭრა. თავდამსხმელს პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად, მოგვიანებით გარდაიცვალა. Reuters-ის ცნობით, თავდამსხმელი "ალაჰ აკბარ"-ს ყვიროდა.
დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბელგიის პრემიერმინისტრის შეფასებით, პირველადი მონაცემებით, პოლიციელებზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.





