კოსოვო

კოსოვოს პარლამენტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს

www.kuvendikosoves.org

კოსოვოს პარლამენტს დაუდგენელმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კოსოვოს პარლამენტის შენობა მთავრობის სახლის გვერდითაა. მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით მთელი ტერიტორია შემოსაზღვრეს და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტეს.

ცნობისთვის, ბოლო 10 თვეა, კოსოვოს ოპოზიცია ხელისუფლების ნაბიჯებს აპროტესტებს. ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის შენობაში რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზიც გაუშვა სერბეთთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაპროტესტებლად, რომელიც კოსოვოს სერბული მუნიციპალიტეტების ავტონომიის გაფართოებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კოსოვოს მთავრობამ გუშინ პარლამენტს მონტენეგროსთან საზღვრის დემარკაციის ხელშეკრულების რატიფიცირების თხოვნით მიმართა, რასაც ოპოზიცია ასევე აპროტესტებს.

კომენტარები