ტერორიზმი

ბელგიაში ტერორისტული აქტების დაგეგმვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

bbc.com

ბელგიელმა სამართალდამცავებმა ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. BBC-ის ინფრომაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია ქალაქ ლიეჟში ჩატარდა. დაკავებულები ძმები ნურედინი და ჰამზა არიან. ბელგიის პროკურატურა გამოძიების მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ძმები ტერაქტების მოწყობას ბელგიის ტერიტორიაზე გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხვრებელ სახლებში ჩხრეკის შედეგად იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია აქვთ თუ არა მათ რაიმე კავშირი ისლამურ სახლემწიფოსთან.

კომენტარები