საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობაზე კითხვას დავით უსუფაშვილი არ პასუხობს

facebook.com/DavidUsupashviliOfficial

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტაბულასთან საუბარში არც დაადასტურა და არც უარყო გავრცელებული ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით.

"მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე, 5 ივლისიდან გელით", - ასე უპასუხა უსუფაშვილმა ტაბულას. შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ თავმჯდომარედ სწორედ დავით უსუფაშვილის კანდიდატურა განიხილება.

"როგორც კი დავამთავრებთ ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეას, 5 ივლისიდან გპირდებით, რომ ვიქნები თქვენს განკარგულებაში, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი. აი, მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე", - თქვა უსუფაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურება.

კომენტარები