თბილისის საქალაქო სასამართლო

ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრის და თბილისის ყოფილი მერის ადვოკატებს უარი უთხრა. 

ადვოკატების მოთხოვნაში ეწერა, რომ გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საკნებში მარტო ყოფნა არადაამიანური მოპყრობაა. მათ ყოფილი მაღალჩინოსნების ერთ საკანში მოთავსების თხოვნით სასჯელაღსრულების სამინისტროსაც მიმართეს. სამინისტრომ ადვოკატების მოთხოვნა იმ არგუმენტით არ დააკმაყოფილა, რომ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ერთ საქმეზე არიან ბრალდებულები. 

კომენტარები