თბილისის საქალაქო სასამართლო

ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს კაცი, რომელმაც მეგობარი ქალი ფულის გამო მოკლა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა  ანგარებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მეგობარი ქალი ბინაში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა. თანხის დასაუფლებლად ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და მის საცხოვრებელ სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდა. დამნაშავემ მსხვერპლი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ ქალის მოკვლას და მისი ნივთების დაუფლებას ადასტურებდა. 

"ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ნ" ქვეპუნქტით (ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს". – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარები