თბილისის საქალაქო სასამართლო

1 წელი ციხეში და 3-წლიანი პირობითი სასჯელი – ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ნიჟარაძე ციხეში 1 წელს გაატარებს, რის შემდეგაც, სამწლიან პირობით სასჯელს მოიხდის. ამასთან ერთად, დამატებითი სასჯელის სახით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა განისაზღვრა.

ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს დააკავეს, მას პროკურატურა სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდა.

კომენტარები