ტერორიზმი

ლიბიაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვეპლა

Reuters

ლიბიაში, დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქ გარაბულიში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 25 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ს ცნობით, აფეთქება ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქ მისრატას მილიციის მებრძოლებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი იარაღის საწყობის ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ლიბიის აღმოსავლეთში, ქალაქ სირტში, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას კი, მინიმუმ 30 სამთავრობო მებრძოლი და არაერთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი ემსხვეპლა.

ქალაქი სირტს 2015 წლის თებერვლიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს.

კომენტარები