საქართველოს მთავრობა

წულუკიანი: მე ძალიან ბევრი მლანძღავს, მათ შორის ყოყლოჩინები

თეა წულუკიანი
ტაბულა

"მე ძალიან ბევრი მლანძღავს, მათ შორის ყოყლოჩინები, მაგრამ მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ასე არის ყველა მინისტრი", - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ის დაკავებულ თანამდებობაზე "ხათრით", როგორც ეს ექსპრემიერმა ივანიშვილმა 7 ივნისის პრესკონფერენციაზე, მთავრობის წევრების ნაწილის შესახებ განაცხადა.

"ვისაც არ მოეწყინება, ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ და ლანძღავენ კიდეც და ძალიან ბევრი მთავრობის წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი, რომ იცოდეთ და მხოლოდ იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს", - თქვა ექსპრემიერმა და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები