შვეიცარია

შვეიცარიაში ყველაზე გრძელი და ღრმა სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა

EPA

შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი და ღრმა სარკინიგზო გვირაბი გოტარდი გაიხსნა.

შვეიცარიელების თქმით, ორმხრივი გვირაბი ევროპის სარკინიგზო ტრანსპორტში რევოლუციას მოახდენს. ის ალპების გავლით, ევროპის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილს დააკავშირებს.

გვირაბის სიგრძე 57 კილომეტრია. მან ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბად აღიარებულ იაპონურ სეიკანის სარკინიგზო გვირაბს გადაასწრო, რომლის სიგრძეც 53.9 კილომეტრია.

კომენტარები