ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა შვეიცარიის მოწვევა, შეუერთდეს PESCO-ს პროექტს სამხედრო მობილობა, რომელსაც ასევე ხშირად მოიხსენიებენ როგორც სამხედრო შენგენს.
ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ შვეიცარიის მონაწილეობა ზოგად პირობებს აკმაყოფილებს და მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას მოუტანს პროექტს:
"დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ შვეიცარიის მონაწილეობა PESCO-ს პროექტში სამხედრო მობილობა შეესაბამება 2020 წლის ნოემბრის (CFSP) 2020/1639 გადაწყვეტილებით დადგენილ ზოგად პირობებს და მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას მოუტანს პროექტს.
დღევანდელი გადაწყვეტილება, 2024 წლის სექტემბერში შვეიცარიის მიერ შეტანილი მოთხოვნის საპასუხოდ, ნიდერლანდებს, როგორც პროექტის კოორდინატორს, უფლებას აძლევს ოფიციალურად მიიწვიოს შვეიცარია PESCO-ს ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. შვეიცარიის მიერ ადმინისტრაციული შეთანხმების დასრულების შემდეგ, ისინი გახდებიან პროექტის ოფიციალური წევრები" - ნათქვამია განცხადებაში.
PESCO-ს პროექტი სამხედრო მობილობა მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო ძალების გადაადგილების პროცესის გამარტივებას და სტანდარტიზაციას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის მასშტაბით სამხედრო პერსონალის სწრაფ გადაადგილებას სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტით.
შვეიცარიამ სამხედრო შენგენში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2024 წლის სექტემბერში ოფიციალურად შეიტანა განაცხადი.
გასულ ზაფხულს შვეიცარიამ განიხილა ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გადახედვაც, რაც გამოწვეული იყო უკრაინაში ომის დაწყებით. შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა NATO-სა და ევროკავშირთან სამხედრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას დაუჭირა მხარი,





