შვეიცარია

შვეიცარიაში ყინულოვანი მასის ჩამოშლის შედეგად დაკარგული კაცის მოსაძებნად ჯარი გაგზავნეს

შვეიცარიაში უზარმაზარი ყინულოვანი მასის მთიდან ჩამოშლის შემდეგ, რომელმაც ალპებში მდებარე ერთ-ერთი სოფელი გადაფარა, ხელისუფლებამ დაკარგულო მამაკაცის მოსაძებნად ადგილზე სამხედროები გაგზავნა, ხოლო სამაშველო ჯგუფები ვერტმფრენებით გადაიყვანა. 64 წლის კაცი ხუთშაბათისთვის კვლავ დაკარგულად ითვლებოდა.

სანამ ყინულოვანი მასის უკან მდებარე მთის ნაწილი ჩამოშლას დაიწყებდა სოფელ ბლატენიდან მოსახლეობის ევაკუაცია ერთი კვირით ადრე დასრულდა. მიუხედავად საევაკუაციო სამუშაოების ჩატარებისა, ვარაუდობენ, რომ 64 წლის მამაკაცი იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საითკენაც ოთხშაბათს ყინულის, ტალახისა და კლდოვანი მასალის მძლავრი ნაკადი წამოვიდა.

შვეიცარიის კანტონის პოლიციისა და ოფიციალური პირების თქმით, ადგილზე ვერტმფრენით უკვე გადაიყვანეს სამაშველო სამსახურის სამი სპეციალისტი. მათივე განცხადებით, ადგილზე სამხედრო ძალებიც არიან მობილიზებული დახმარებისთვის.

ამასთან, ექსპერტები შიშობენ, რომ ყინულოვანმა მასამ ახლომდებარე მდინარის დინება შეაფერხა, რამაც ახალი ტბის წარმოქმნა გამოიწვია და დამატებითი წყალდიდობის რისკი შექმნა ისედაც დაზიანებულ ტერიტორიაზე.

 

 

კომენტარები