შვეიცარია

შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი

შვეიცარიაში, კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთ ბარში მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. 

ვალეს კანტონის პოლიციის მეთაურის განცხადებით, დაშავებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციას პრესკონფერენციაზე დაღუპულთა ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია. იქამდე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის პოლიციისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადეს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 40-მდეა. 

პოლიციის განცხადებით, მომხდარი აფეთქება თავდასხმად ან ტერორისტულ აქტად არ განიხილება.

კომენტარები