მკვლელობა ხურჩაში

თოფაძე ხურჩაში მკვლელობაზე: ერთი კაცი მოკვდა, ამ დონეზე აყვანა საჭირო არ არის

ეს მოხდება ხოლმე, შეიძლება შეტაკება თუ მოხდა. მანდ რაღაც მგონი კომერციული ინტერესები იყო, ასე უბრალოდ არ ყოფილა. რა მნიშვნელობა აქვს. ნახეთ, რა მდგომარეობაა მეზობლებთან, აზერბაიჯანი, სომხეთი... ჩვენ გვაქვს ჩვენი პრეტენზიები. ეს ერთეული შემთხვევები არ უნდა ჩავთვალოთ, რომ სისტემატურია. რამდენი ხანია, იქ არაფერი მომხდარა? მე მიმაჩნია, ასეთი ლანძღვა-გინება რუსეთის, რასაც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და პარტია აკეთებს, გამიზნულად აღიზიანებენ, არ არის სწორი. ჩვენ უნდა ვეძებოთ რაღაც კომპრომისი. თუ ჩვენ რამე შერბილება, ან თუნდაც იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე შეიძლება ვიოცნებოთ, არა ომით, არა გაღიზიანებით, მაგრამ ესეც დასავლეთიდან ნაკარნახებია, რომ რაც შეიძლება დაიძაბოს ჩვენი ურთიერთობა. გავიხსენოთ სხვა შემთხვევები, როცა ქართველებმა ოსი დაჩაგრეს, გადავიდნენ იქით. ხდება ხოლმე, იქ საძოვარია. ეს ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ყველგან ხდება ასეთი რამე. ასეთი რაღაცეები მოხდება, დაძაბული სიტუაციაა, ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, რომ აფხაზეთი ჩვენია, იქიდან სხვა რაღაცა მოდის. ურთერთობის გამწვავებასაც ხელს უწყობენ მთელი რიგი მრჩევლები და უცხოელები. არ უნდა მოხდეს ასე. ჩემი აზრია და ჩემი თანაგუნდელების, ვეძებოთ რუსეთთან არა რუსოფილობა, არამედ რაღაც მოგვარება. ჩვენი წინაპრები გავიხსენოთ, რაღაცას ეფერებოდნენ, ყოველ შემთხვევაში დალაგებული იყო. მეორე თემაა - მართლმადიდებელი ქვეყანაა რუსეთი. ჩვენ ნახეთ რა წრეში ვართ? ალბათ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა გვიკარნახონ ევროპელებმა. ამის პოლიტიზირება არ შეიძლება. მოხდა ფაქტი, ძალიან სამწუხაროა, იმ ოჯახს ალბათ პატივი უნდა ვცეთ, რაღაც გავაკეთოთ, ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ასეთი ექსცესები ხდება და ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია, დღეს საჭირო იყოს.

დეპუტატი გოგი თოფაძე სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე, PALITRANEWS-ის გადაცემაში 360 გრადუსი

კომენტარები