პანორამა თბილისი

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ტაბულა

გარემოსდამცველი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ნატა ფერაძე პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს, პოლიციელელისადმი დაუმორჩილებლობისა და ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებას ედავებოდნენ, თუმცა ფერაძემ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, კლინიკური დათვალიერებით კი მას ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ნიშნები არ აღენიშნებოდა. 

სს-ს ინფორმაციით, ნატა ფერაძეს ახლა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს, პოლიციელელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამავე აქციაზე დაკავებულ ალეკო ელისაშვილს კი სასამართლომ 173-ე მუხლის დარღვევის გამო 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  პროექტ პანორამა-თბილისის მშენებლობას და ბოტანიკური ბაღის  საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. აქცის მონაწილეები  მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ  მშენებლობის ადგილზე შესვლა მოინდომეს, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს იქ შესვლის უფლება არ მისცეს. 

კომენტარები