პანორამა თბილისი

სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრ ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ელისაშვილი და კიდევ ხუთი პირი პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავეს. ელისაშვილი ამბობს, რომ ეს ჯარიმა პანორამა თბილისის წინააღმდეგ  არსებულ საპროტესტო ტალღას ვერ შეაჩერებს.

"ბიძინა ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა და მე დამაკისრეს ის ჯარიმა და ერთ კვირაში უნდა გადავიხადო. როგორი საინტერესოა, ჩემთვის ვიჯექი ამ პროცესზე და ვფიქრობდი, რომ სააკაშვილის დროს არ დავუკავებივარ არასდროს და ეტყობა ისეთი საოცარი დემოკრატია გვაქვს ახლა, რომ დამაკავეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის არც ამ დაკავებას და არც გამოშვებას, ბრძოლას ვაგრძელებ. ეს ქვეყანა არაა ივანიშვილის შპს." - ამბობს ელისაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  პროექტ პანორამა-თბილისის მშენებლობას და ბოტანიკური ბაღის  საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. აქცის მონაწილეები  მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ  მშენებლობის ადგილზე შესვლა მოინდომეს, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს იქ შესვლის უფლება არ მისცეს. დაკავებულებს შორის არიან, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, გარემოსდამცველი ნატა ფერაძე, კონსტანტინე გურული და  გიორგი ახობაძე.

კომენტარები