პანორამა თბილისი

ნატა ფერაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს

ationalgeographic.ge

გარემოსდამცველი ნატა ფერაძე პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, ნატა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორ მუხლს, პოლიციელელისადმი დაუმორჩილებლობისა და ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებას ედავებიან.

აქციაზე დაკავებული კიდევ ოთხი პირის, მათ შორის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი დასრულებულია, სასამართლომ მას 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფრომაციით, პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და  173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

როგორ უწყების პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს აქციაზე ასევე დაზიანდა საპატრულო პოლიციის მანქანა, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  პროექტ პანორამა-თბილისის მშენებლობას და ბოტანიკური ბაღის  საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. აქცის მონაწილეები  მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ  მშენებლობის ადგილზე შესვლა მოინდომეს, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს იქ შესვლის უფლება არ მისცეს. დაკავებულებს შორის არიან, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, გარემოსდამცველი ნატა ფერაძე, კონსტანტინე გურული და  გიორგი ახობაძე.

კომენტარები