პანორამა თბილისი

ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

თეორემა/ტაბულა

პანორამა თბილისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6 პირიდან 4-ის სასამართლო პროცესი დაიწყო, მათ შორისაა საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც. არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული გარემოსდამცველი ნატა ფერაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფრომაციით,  პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და  173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

როგორ უწყების პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს აქციაზე ასევე დაზიანდა საპატრულო პოლიციის მანქანა, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  პროექტ პანორამა-თბილისის მშენებლობას და ბოტანიკური ბაღის  საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. აქცის მონაწილეები  მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ  მშენებლობის ადგილზე შესვლა მოინდომეს, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს იქ შესვლის უფლება არ მისცეს. დაკავებულებს შორის არიან, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, გარემოსდამცველი ნატა ფერაძე, კონსტანტინე გურული და  გიორგი ახობაძე.

კომენტარები