მიწისძვრა ეკვადორში

ეკვადორში დაღუპულთა რაოდენობა 413-მდე გაიზარდა

AFP/Getty Images

ეკვადორში 16 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი, 2500-ს აჭარბებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

გადარჩენილთა ძებნას მაშველები კვლავ განაგრძობენ.

ეკვადორის პრეზიდენტის თქმით, დაზარალებული ადგილების აღდგენა, სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარი დაჯდება.

მიწისძვრის მაგნიტუდა 7,8 იყო.

ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები