მიწისძვრა ეკვადორში

ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 272-მდე გაიზარდა

AFP

ეკვადორში შაბათ საღამოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 272-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1500-ს აჭარბებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

მიწისძვრის მაგნიტუდა 7,8 იყო.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებში 10 000 სამხედრო და 3500 პოლიციელია მობილიზებული. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები