მიწისძვრა ეკვადორში

ეკვადორში მიწისძვრის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა

The guardian

The guardian-ის ინფორმაციით, ეკვადორში 7.8 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა და 570-ზე მეტი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ეკვადორის გეოფიზიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა და ეპიცენტრი 20 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. 

კომენტარები