მიწისძვრა ეკვადორში

ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 480-მდე გაიზარდა

AFP

ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 480-მდე გაიზარდა. 231 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა რაოდენობა კი, 4000-ს აჭარბებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ისევ გაიზრდება.

მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.

გაეროს მსოფლიო სასურსათო საბჭომ და ოქსფამმა ეკვადორში ჰუმანიტარული დახმარებები უკვე გააგზავნეს. ამას გარდა, გაერო დაშავებულთა საჰაერო ტრანსპორტირებისთვისაც ემზადება.

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ეკვადორში 16 აპრილს მოხდა. სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. ეკვადორში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები