25 წლის წინ, 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ოსებთან და აფხაზებთან ერთად განოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და და სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ. ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მოტანილი. მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა. ჩვენი ამოცანაა სწორედ ის, რომ აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენგანის გულებში იყო.
tbl.ge/r7
დაკოპირდა
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შესახებ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეებად 2024 წლის 3-5 იანვარი განისაზღვრა
- ვის რას ჰპირდება მთავრობა საარჩევნო წელს – 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი
- წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება — პრემიერი
- ავლაბრის მეტროსადგური შესაძლოა ორი კვირით დაიხუროს
- კალაძე მოზარდის დაღუპვაზე: ნებართვა არ გაგვიცია – ელექტროხაზი კუსტარულად დააერთეს