თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კიკნაველიძე: სახელმწიფომ კანონის დონეზე უნდა დაანებოს თავი უნივერსიტეტს

მე გარდა იმისა, რომ თავისუფალ უნივერსიტეტთან აქტიური შეხება მაქვს, ჟურნალისტი ვარ, ტაბულას წარმოვადგენ. ჩვენ 2010 წლიდან აქტიურად ვაშუქებთ იმ პროცესებს, რაც ხდება უნივერსიტეტში და დაპირისპირებას, რაც მომხდარა უნივერსიტეტში თვითმმართველობასა და განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს შორის. 2010 წლიდან, ჩვენ მაშინაც ვწერდით და ახლაც, ამ მოვლენების დაკვირვება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პრობლემა ნამდვილად სისტემაშია, ოღონდ გარეგნულად შესწორება კი არ უნდა მოხდეს ამ სისტემის, პრობლემა არის სახელმწიფოს დამოკიდებულებაში უმაღლესი განათლების მიმართ. ნებისმიერი ხელისუფლება ყოველთვის, როგორც კი ცოტა მოძლიერდებოდა, პირდაპირ ცდილობდა, განსაკუთრებით თსუ-ში, რომ მოეხდინა რაღაც ძალების კონცენტრირება, რომელიც მერე ვითომ სტუდენტებს გააკონტროლებდა. ყოველთვის ხელისუფლებაც ტყუვდებოდა და ეს სტუდენტებიც. შეუძლებელია, სტუდენტები გააკონტროლო - ვის მისცეს ხმა და ვის არ მისცეს. ეს იყო დიდი აფიორა, რომელიც ჯერ კომკავშირმა დაიწყო, მერე სტუდკავშირმა გააგრძელა, მერე თვითმმართველობა აგრძელებდა იგივე პრაქტიკას, რომ "იცით რა, თქვენ დაგვაფინანსეთ, ფული მოგვეცით და ჩვენ სტუდენტებს გაგიჩერებთ აქ". ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც უნდა დასრულდეს. დასრულების ერთადერთი გზაა ის, რომ სახელმწიფომ კანონის დონეზე დაანებოს თავი უნივერსიტეტს, დაანებოს თავი სახელმწიფო უნივერსიტეტების რეგულირებას, მოხდეს სრული დერეგულირება ამ სისტემის მთლიანად, უნივერსიტეტმა თვითონ გადაწყვიტოს - უნდა თვითმმართველობა თუ არ უნდა, თვითონ გადაწყვიტოს - რექტორი უნდა იყოს ხელმძღვანელი თუ კანცლერი. ამას არ სჭირდება არც განათლების მინისტრის დასტური და არც რომელიმე სახელმწიფო მოღვაწის. თვითნ მოახერხებენ კარგად ყველაფერს.

ტაბულას წამყვანი ირაკლი კიკნაველიძე გადაცემა არჩევანში, თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები