ქორწინების თანასწორობა

ბერიანიძე: საზოგადოება არ უნდა აყვეს ლგბტ თემით წინასაარჩევნო სპეკულაციას

ყოველი არჩევნების წინ, ხელისუფლებას იწყებს ლგბტ თემით სპეკულირებას. ქორწინების თანასწორობა ჯერ-ჯერობით არ დამდგარა ლგბტ თემის განხილვის საგნად. მოვუწოდებთ საზოგადოებას ნუ აყვება სპეკულაციას, რომლითაც ხელისუფლება და გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ მათ განწყობებზე თამაშს... საზოგადოებას აქვს რეალური პრობლემები და ხელისუფლება ცდილობს წინასაარჩევნოდ გამოაგდოს ეს თემა, იმიტომ, რომ შემდეგ თქვას - თუ არ გინდათ "ერთსქესიანი" ქორწინება, მოგვეცით ხმა. რეალურად, დღეს ლგბტ თემი დგას სხვა გამოწვევების წინაშე. ლგბტ ადამიანები აწყდებიან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსა და დისკრიმინაციას, ისინი ხდებიან დანაშაულის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ, რომ მიეკუთვნებიან ლგბტ თემს. ჩვენ ვხედავთ, რომ შსს და ყველა საგამოძიებო უწყება არის აბსოლუტურად პასიური ამ დანაშაულების გამოძიებისას, რაც ბადებს დაუსჯელობის სინდრომს. ლგბტ ადამიანები განიცდიან ყოველდღიურ ჩაგვრას, რაზეც შს სამინისტროს პასუხი არის, რომ თუ თქვენ ხართ მსხვერპლები, არაუშავს, არ გამოვიძიებთ. ეს მრავალ პრობლემას წარმოქმნის, შსს-ს მიმართ მიმართვიანობა არის ძალიან დაბალი, რადგან მათ ნდობა არ აქვთ, რადგან ხშირად პოლიცია მათ აქეთ ექცევათ დისკრიმინაციულად. ეს საკონსტიტუციო ინიციატივა დაამძიმებს საქართველოში ლგბტ ადამიანების მდგომარეობას, გააძლიერებს ამ დემონის ხატს, რომ ამას გვიპირებენ, ქორწინების ინსტიტუტის დანგრევას გვიპირებენ... იმის მიუხედავად, რომ ლგბტ ადამიანებს ამის სურვილი საერთოდ არ გააჩნიათ და მათი ერთადერთი რაც უნდათ ჯერ-ჯერობით არის ის, რომ იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში, არ ჰქონდეთ შიში, რომ ქუჩაში სცემენ და სახლიდან გამოაგდებენ ან დასცინებენ

"ლგბტ საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბერიანიძე კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე, გადაცემაში თეორემა

კომენტარები