ქორწინების თანასწორობა

გიგაური ტაბულას: თქვენ თუ გინდათ, დავგმო ქალბატონი ჩუგოშვილი, ეს სხვა თემაა

თქვენ თუ გინდათ, რომ დავგმო ქალბატონი ჩუგოშვილი, ეს სხვა თემა არის. ეს კითხვა თუ ამიტომ ისმის თქვენი ტელევიზიიდან, კი ბატონო, მაგრამ ზოგადად, საერთაშორისო გამჭვირვალობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ უკვე იცით, ეს თემა იყო ყურით მოთრეული. ზოგადად, ის, რომ ეს თემები და ამ საკითხების განხილვა დაიწყო საქართველოში, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენი ორგანიზაცია არასოდეს, არასოდეს არ ემხრობოდა, რომ ასეთი ჩანაწერი ყოფილიყო კონსტიტუციაში.

ტაბულამ ეკა გიგაურს ჰკითხა, რას ფიქრობდა თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრას ეხებოდა.

კომენტარები