ქორწინების თანასწორობა

წულაია: ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრა არ არის აქტუალური საკითხი

[ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრა] არ არის აქტუალური საკითხი, რაც დღის წესრიგში დგას. თქვენც აღნიშნეთ, რომ ქორწინების დეფინიცია უკვე არის სამოქალაქო კოდექსში, შესაბამისად, ეს არ არის აქტუალური. ჩემთვის გაცილებით უფრო აქტუალურია ჩემი, დიდუბის ოლქის, მთელი საქართველოს პრობლემების შესწავლა და ამის საკანონმდებლო ინიციატივის გაკეთება, რათა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ილია წულაია ტაბულას კითხვაზე ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრასთან დაკავშირებით.

კომენტარები