რუსული კანონი

კონგრესში რუსული კანონის ინიციატორთა სანქციებზე კანონპროექტის ინიცირება იგეგმება

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, საქართველოში მომხდარი მოვლენების საპასუხოდ კონგრესში კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ინფორმაცია თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა, შემდეგ კი ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა.

კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინოს ანგარიში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ საქართველოში.

როგორც WSJ-ის სტატიაშია აღნიშნული, უცხოური აგენტების კანონსა და დემოკრატიაზე უფრო ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ.

ამავდროულად, კანონპროექტი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, კურსის ცვლილების შემთხვევაში, გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-სთან.

"ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რადგან მისი მოქალაქეები ცდილობენ შეაჩერონ ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტი". - აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები