ქართული ოცნების ოზურგეთის მაჟორიტარი კანდიდატი არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებას. ტაბულამ თალაკვაძეს ჰკითხა, რამდენად საჭიროა ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრა, მაშინ როცა, სამოქალაქო კოდექსში ეს უკვე წერია.
"ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია უკვე ცნობილია, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ჩვენ ყველა შეკითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით გავცემთ ამომწურავ პასუხს", - თქვა თალაკვაძემ.
კითხვაზე, "საჭიროა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილება, თქვენი აზრი გვაინტერესებს", თალაკვაძე პასუხობს, რომ "მოგვიანებით გიპასუხებთ".
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა, პრემიერმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნება კვლავ დააყენებს საკონსტიტუციო ცვლილების საკითხს. მმართველ გუნდს სურს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა.