ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეამ გაეროს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ზღვაში ჭურვები გაუშვა

AP

ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში მოკლე რადიუსზე მოქმედი ჭურვები გაუშვა. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების მხრიდან ეს ნაბიჯი გამოწვევად ფასდება, რადგან ცოტა ხნის წინ გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გადაწყვეტილების მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მიერ გასულ თვეში ბირთვული იარაღის გამოცდა და სატელიტის გაშვება გახდა.

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა უნდა შეეშვას სახიფათო პროგრამებს და საკუთარი ხალხისთვის უკეთესი გზა უნდა აირჩიოს.

კომენტარები