განათლება

პრემიერი: უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვას ვგეგმავთ

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა სასტუმრო რედისონში ისაუბრა, სადაც ის საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.  

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოში იმაზე მეტი იურისტი, ბანკირი და საერთაშორისო ურთიერთოების სპეციალისტი ამთავრებს უნივერსიტეტს, ვიდრე ამის მოთხოვნა არსებობს.

"ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ ხუთჯერ, ათჯერ უფრო მეტ ბანკირს, ვიდრე ამის მოთხოვნა არის საბანკო სექტორში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა

კვირიკაშვილის თქმით, დღეს ჩვენ არ გვყავს მაგალითად, მეცხოველეობის, კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები.

"ასეთ ადამიანებს ბიზნესი აგზავნის თავისი სახსრებით ევროპაში. ხდება გადამზადება და შემდგომ ასაქმებენ თავიანთ კომპანიებში მაშინ, როდესაც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს იმ ადამიანებზე, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ დაუსაქმებლები იქნებიან, ან მათაც გადაკვალიფიცირება უნდა მოახდინონ იმისთვის, რომ რეალური სამუშაო ადგილი მოძებნონ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნულმა რეფორმამ შეიძლება ამ სექტორში ჩართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის რეპოზიციონირების მოთხოვნა გამოიწვიოს, თუმცა პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და არსებული სისტემა არის შესაცვლელი.

კომენტარები