2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა განაცხადა.
"უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
2024 წელს 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი დაფინანსდა. სახელმწიფო გრანტი კი 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან - 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი ჩაირიცხა. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 600 - მდე აპლიკანტი გააგრძელებს". - თქვა ნინო წერეთელმა.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სულ 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.