განათლება

NAEC-მა ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - დეტალურად

naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

უკვე ცნობილია ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, "ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შედეგების გამოქვეყნება 5 აგვისტოდან უცხოური ენის შედეგით განახლდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებებ აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც. 

ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი უნდა იყოს. 

ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.

საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.

კომენტარები