საგარეო ვაჭრობა

გოცირიძე: ქვეყანაში ფაქტობრივად მკვდარია ეკონომიკური აქტივობა

ქვეყანაში ფაქტობრივად მკვდარია ეკონომიკური აქტივობა. ექსპორტი ნიშნავს, რომ აწარმოო პროდუქცია და გაყიდო, ხოლო იმპორტი ნიშნავს, რომ შენ შემოიტანო საქონელი არამხოლოდ მოხმარებითვის, არამედ შემოიტანო ტექნოლოგიები, მანქანები, მოწყობილობები. რომელიც შემდგომ უკვე, ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს და საბოლოოდ, ქმნის საექსპორტო პროდუქციას. ასე რომ, ერთია იმპორტის შემცირება, რომელიც ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, მაგრამ ეს შემცირებული იმპორტი არ ნიშნავს, რომ არ შემოდის კვერცხი, პამიდორი და ქათამი. იმპორტი შემცირდა მობილური ტელეფონის, სარეცხი მანქანების ხარჯზე. ეს არის ინვესტიციური ხასიათის ძირითადი ფონდების ზრდისათვის მიმართული საქონლის შემცირება, რომელიც თავისთავად შემდეგ დაეტყობა ეკონომიკურ ზრდას, ეს არის სამწუხარო ანუ, ეკონომიკური სიცოცხლე მინავლებულია ამ თვენახევრის განმავლობაში

ეკონომისტი რომან გოცირიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, ექსპორტის და იმპორტის შემცირებაზე.

კომენტარები