ტერორიზმი

რუსეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შვიდი წევრი დააკავეს

Sputnik

რუსეთში, ეკატერინბურგში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 7 წევრი დააკავეს.

ФСБ-ს ინფორმაციით, ტერორისტები მოსკოვში, სანქტ პეტერბურგსა და ეკატერინბურგში, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებით ტერაქტების განხორციელებას, შემდეგ კი, სირიაში ჩასვლას აპირებდნენ.

Russia Today-ს ცნობით, ჯგუფის ლიდერი რუსეთში თურქეთიდან იყო ჩასული.

დაკავებულთა წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის, იარაღის უკანონო ბრუნვისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის მუხლით.

კომენტარები