გაზპრომი

არასამთავრობო ორგანიზაციამ ბათუმის მერი Gazprom-თან გარიგებაში დაადანაშაულა

facebook.com

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს Gazprom-თან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლაშა ადამიას განმარტებით, “ბათუმის ავტოტრანსპორტმა”, რომელიც ბათუმის მერიას ექვემდებარება ავტომანქანებისთვის საჭირო მასალების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანია NM-მმა გაიმარჯვა, რომელიც ადამიას თქმით, პროდუქტს სწორედ Gazprom-ისგან ყიდულობს.

“მითითება იყო სახელმწიფო შპს-ებთან და ალბათ სხვა ზემდგომების მხრიდან, რომ შეესყიდათ უშუალოდ გაზპრომის ნაწარმოები პროდუქცია. ჩვენ წავაწყდით ბათუმის ავტოტრანსპორტში ორ განსხვავებულ ტენდერს, რომელიც დაიდო მიმდინარე წელს. ერთი არის 31 დეკემბერს და ერთი არის წლის დასაწყისში. საბოლოო ჯამში თვითმმართველობამ 300 000 ლარზე მეტი გადაიხადა გაზპრომის ნაწარმოები ნავთობპროდუქტების შესაძენად” - განმარტა ადამიამ.

თავის მხრივ, ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ კომპანია NM-მმა ტენდერში დაბალი ფასების გამო გაიმარჯვა. 

კომენტარები