მოსამართლეების ტესტირება

წულუკიანი: თუ ახვლედიანმა ასეთი საგანგაშო რამ თქვა, რეაგირება გვექნება

ჯერ გავეცნობი მისი [საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის] განცხადების ტექსტს და თუ ამგვარი საგანგაშო რამ თქვა [მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტები], რეაგირება აუცილებლად გვექნება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის განცხადებაზე, რომელიც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებს ეხება.

კომენტარები