მოსამართლეების ტესტირება

ახვლედიანი: ტესტირების საკითხი საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, მოსამართლეების ტესტირების საქმეში საგამოძიებო ორგანოების ჩართვას ითხოვს. მისი განმარტებით, წარმოუდგენელია საქმის შესწავლა იმ ორგანოს მიერ, რომელიც სკანდალში თავად არის ეჭვმიტანილი.

"საგამოძიებო ორგანოები ნამდვილად უნდა ჩაერთონ იმ მიზეზის გამო, რომ ამ საკითხს ის ორგანო და ის ადამიანები, რომლებთანაც მათ მიერ ჩადენილ დარღვევაზე შესაძლოა, იყოს საუბარი, შესაბამისად, ცოტა უცნაურია, მოკვლევა და გამოძიება ჩაატაროს იმ ორგანომ, ვინც უშუალოდ არის ეჭვმიტანილი”, - განმარტა ახვლედიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ცნობისთვის, მამუკა ახვლედიანმა მოსამართლეთა ტესტირების შესახებ განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები მისთვის გაუგებარია. მისივე თქმით, ტესტის საკითხებისა და პასუხების შესახებ ზოგიერთ კანდიდატს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია.

კომენტარები