მოსამართლეების ტესტირება

ახვლედიანი მოსამართლეობის გამოცდაზე ტესტების წინასწარ გამჟღავნებაზე საუბრობს

თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებზე საუბრობს. ახვლედიანმა შესაბამისი ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა. შეხვედრა საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ფაქტი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე უნდა განიხილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საკითხით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ ეს ფაქტი სისხლის სამართლებრივ დანაშაულს შეიცავდეს.

კომენტარები