სულ ორი დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილი ატარებდა პრეზენტაციას და საუბრობდა იმაზე, რომ მთავრობა წარმატებულია, ხალხი უკეთ ცხოვრობს და ყველაფერი კარგად არის. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღება ან ამ დღეებში, მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად, მთავრობაშიც, ხელისუფლებაშიც კი ესმით, რამხელა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს გადანაცვლებები ივანიშვილის კარზე ვითარებას ვერ შეცვლის, პირადად ის, მისი პოლიტიკა, მისი არასწორი გადაწყვეტილებები არის მიზეზი იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, გადანაცვლებები მის კარზე ვითარებას ვერ შეცვლის, ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ეს ხელისუფლება მთლიანობაში დასრულდება არჩევნების გზით, როცა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას და მოვა ახალი მთავრობა. სწორედ ამის წელი უნდა იყოს 2016 წელი.
tbl.ge/10vo
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი პრემიერის შესაძლო გადადგომაზე.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




