ტერორიზმი

მალის შინაგან საქმეთა მინისტრი: 30 მძევალი თავისუფალია

bbc.com

მალის შინაგან საქმეთა მინისტრის სალიფ ტრაორეს თქმით, შემთხვევის ადგილიდან ვერცერთი შეიარაღებული თავდამსხმელი ვერ გაიქცევა, - ეს განცხადება მან მალის დედაქალაქ ბამაკოს ცენტრში მდებარე სასტუმრო Radisson Blu Hotel-ის წინ გააკეთა.

„ჩვენი სპეცდანიშნულების ძალები ამ დროისთვის შენობაში იმყოფებიან და თითოეულ ოთახს ამოწმებენ. მათ უკვე შეძლეს 30 მძევლის გათავისუფლება, მაგრამ თავდამსხმელებმა 3 ადამიანი მოკლეს და 2 სპეცრაზმელი დაჭრეს. ჩვენ შენობის ყველა გასასვლელი ჩაკეტილი გვაქვს, ასე რომ, ვერცერთი თავდამსხმელი გაქცევას ვერ მოახერხებს", - განაცხადა სალიფ ტრაორემ.

შეგახსენებთ, რომ მალიში ორმა შეირაღებულმა პირმა 140 სტუმარი და 30 თანამშრომელი აიყვანა მძევლად.

კომენტარები