აუდიტის სამსახური

თორდია: აუდიტის სამსახურს უნდა ჰქონდეს უფლება, მიმართოს საკონსტიტუციოს

გარდამტეხია, რომ აუდიტის სამსახურს ჰქონდეს მის შესახებ კანონში ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რადგანაც აუდიტის სამსახურის მთავარი პრინციპი არის პოლიტიკური პროცესებიდან განშორება, შესაბამისად, როდესაც პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, გარკვეულწილად შეზღუდოს ან რაიმე სხვა ფორმით პრობლემა შეუქმნას აუდიტის სამსახურის ფუნქციონირებას, აუდიტის სამსახურს უნდა ჰქონდეს, სხვა ქვეყნების მაგალითს თუ ავიღებთ, აქვთ მათ ეს უფლებები, უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რომ პარლამენტის წევრებმა შეიტანონ სარჩელი არის ან პრეზიდენტმა, ვინაიდან დღევანდელი მოქმედი კონსტიტუციით არის ამონათვალი იმ სუბიექტებისა, ვისაც აქვთ უფლება, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ეს არ არის მეორე თავით განსაზღვრულ ძირითად უფლებებთან დაკავშირებული, ვინაიდან ამ შემთხვევაში ყველას აქვს საშუალება, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები