ტერორიზმი

ჰანოვერში სტადიონზე საეჭვო ობიექტის აღმოჩენის გამო ამხანაგური მატჩი ჩაიშალა

Morris Mac Matzen / Reuters

ჰანოვერში სტადიონზე, სადაც გერმანია-ჰოლანდიის ამხანაგური მატჩი უნდა გამართულიყო ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მატჩი სტადიონზე საეჭვო ობიექტის აღმოჩენის გამო ჩაიშალა. ჰანოვერის პოლიციის უფროსოს, ვოლკერ კლუვეს თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია სავარაუდო მოსალოდნელი ტერორისტული აქტის შესახებ.

გერმანია-ჰოლანდიის ამხანაგურ მატჩს გერმანიის კანცლერი და რამდენიმე მინისტრი უნდა დასწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პარიზის თავდასხმების ფონზე, უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებული გაძლიერების გამო, გუშინ ბელგია-ესპანეთის ამხანაგური მატჩიც ჩაიშალა.

კომენტარები