რუსთავი 2-ის საქმე

საძაგლიშვილი: ურთმელიძემ საკონსტიტუციოს გვერდის ავლის მექანიზმი შექმნა

ჩვენ, როდესაც დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, არგუმენტად მითითებული გვქონდა, რომ - თუ მოხდება დაუყოვნებლივი აღსრულება და შეიცვლება პარტნიორი, პირველი, რასაც გააკეთებს, იქნება მენეჯმენტის შეცვლა. მენეჯმენტის შეცვლამ კი, შესაძლოა, იმდენად დიდი ზიანი მოგვაყენოს, რომ მომავალში რამდენიმე წელი დასჭირდეს კომპანიის იმავე მდგომარეობაში დაბრუნებას. რეალურად, იგივე შედეგი განხორციელდა ზუსტად, ანუ აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრობლემა გადაწყვიტა, მაგრამ ურთმელიძემ გვერდის ავლის მექანიზმი მოიფიქრა და შექმნა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაიცავს რუსთავი ორის უფლებებს, დაიცავს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, რასაც აქამდე წარმატებით აკეთებდა, და დაიცავს ასევე საკუთარ გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში მის გადაწყვეტილებას პატივი სცეს აბსოლუტურად ყველა სუბიექტმა.

რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები