მთავრობის სხდომა

პრემიერი: 10 დღეში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია

მინდა, საზოგადოებას შევახსენო და ვუთხრა, რომ საქართველოში უფრო მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ გახსნათ ტელევიზია, ვიდრე მაგალითად, საფრანგეთში, ან გერმანიაში, ან ამერიკაში. 10 დღეში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია. ასევე, ვიტყვით იმასაც, რომ მედიაგარემოს თავისუფლებასა და მედიასაშუალების შექმნის სიმარტივეზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 300-მდე, არ დაგავიწყდეთ - 300 მედიასაშუალება ფუნქციონირებს და მათ არავითარი შეფერხება არ აქვთ ხელისუფლებისგან. პირიქით, მაქსიმალური ხელშეწყობა. აბსოლუტურად ლიბერალური კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შევქმენით. ეს იყო რევოლუციური ცვლილება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. აქედან 130-მდე ავტორიზებული ტელემაუწყებელი არის საქართველოში და მათგან 35 - ღია საეთერო მაუწყებელი. ასობით სააგენტო. სხვათა შორის, თავისუფლების სახლის კვლევის მიხედვით, ინტერნეტსივრცეში, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე პოზიციები და გაზეთები და ნებისმიერი მედიასაშუალება.

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები