დღეს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა გრძელდება. მხარეები საქმის ერთადერთ მოწმეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს კითხავენ, რომელმაც 2006 წლის მდგომარეობით ტელეკომპანიის ღირებულება შეაფასა. ექსპერტი ივანაშვილი ამბობს, რომ როდესაც ის ექსპერტიზას ატარებდა, დოკუმენტების სანდოობით არ დაინტერესებულა. მან აღნიშნა, რომ 8 სახის დოკუმენტი მოითხოვა, თუმცა ხალვაშის იურისტებმა მხოლოდ 2 მიუტანეს.
მოწმემ რუსთავი 2-ის იურისტების კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა არასრული დოკუმენტების გამო მას ექსერტიზის ჩატარებაზე უარი ეთქვა, აღნიშნა, რომ კი, მას შეეძლო ეთქვა უარი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. შოთა ივანაშვილი ამბობს, რომ 10 დღის ვადაში უნდა დაეწერა დასკვნა, თუმცა მან ეს ერთ დღეში გააკეთა.
დაკითხვის შემდეგ მხარეებს დასკვნითი სიტყვისა და რეპლიკების წარმოთქმის შესაძლებლობა მიეცემათ.





