გაზპრომი

ხაინდრავა: გაზპრომი რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა

გაზპრომი გახლავთ რუსული იმპერიალიზმის ან ნეოიმპერიალიზმის ან ენერგეტიკული იმპერიალიზმის ერთ-ერთი მთავარი განსახიერება და ამ მიმართულებით თუ ხდება რაღაც ძვრები, რაღაც სიახლეები, მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი. პოლიტიკური წრეებისთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი უნდა იყოს ცხადი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება რუსეთში ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდისა და შემდეგ მნიშვნელოვანი დაცემისა, წელს რისი მომსწრენიც გავხდით, რაც დაეტყო ბიზნესმენებს. პოლიტიკურ რისკებზეც უნდა ვისაუბროთ, რაც თანსდევს ხოლმე კომპანია გაზპრომის საქმიანობას საერთაშორისო ასპარეზზე. 

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე გაზპრომის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.

კომენტარები