ნობელის პრემია

ნობელის პრემია 2015-ის ლაურეატები

Reuters

წელს ნობელის პრემია ფიზიკის დარგში იაპონელ ტაკკაკი კაძიტასა და კანადელ არტურ მაკდონალდს მიენიჭათ. მეცნიერებმა ჯილდო ნეიტრინოს ოსცილაციის აღმოჩენისათვის მიიღეს. ამ აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ ნეიტრონებს მასა გააჩნიათ. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისთვის ეს უდიდესი აღმოჩენაა. ნობელის კომიტეტში მიიჩნევენ, რომ ამას შეუძლია სამყაროს ფუნდამენტური მოდელის გადახედვა გამოიწვიოს.

ნობელის პრემია ქიმიის დარგში დნმ-ის "შეკეთებისათვის" გაიცა. ჯილდო შვედ თომას ლინდალს, ამერიკელ პოლ მოდრიჩსა და თურქს აზიზ სანჯარს მიენიჭათ. მათ ერთანეთისგან დამოუკიდებლად აღწერეს ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც უჯრედები "თვითშეკეთებას" ახერხებენ და გენეტიკური ინფორმაციის დაზიანებისგან თავს იცავენ.

5 ოქტომბერს გამოაცხადეს ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ჯილდო ირლანდიელ უილიამ კემპბელს, იაპონელ სატოში ომურასა და ჩინელ ტუ იუს პარაზიტებთან წარმატებული ბრძოლისათვის მიენიჭათ. კემპბელი და ომურა პარაზიტი ჭიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის მეთოდებს იკვლევდნენ. ტუ იუმ, რომელსაც ჯილდოს ერთ მეორედი ერგო, მალარიის მკურნალობის ახალი მეთოდები აღმოაჩინა.

ლიტერატურის დარგში კი ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი გახდა. მისი სახელი შვედეთის აკადემიის მდივანმა, სარა დანიუსმა გამოაცხადა: "ეს დიდი ლიტერატორია, რომელიც გასცდა ჩვეულებრივი ჟურნალისტიკის საზღვრებს და ახალი ლიტერატურული ჟანრი ჩამოაყალიბა".

ნობელის პრემია 2015-ის ლაურეატებს მშვიდობის დარგში 9 ოქტომბერს, ხოლო ეკონომიკის დარგში 12 ოქტომბერს გამოაცხადებენ.

კომენტარები