რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმეზე ადვოკატების არც მეოთხე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ადვოკატების არც მეოთხე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები ითხოვდნენ, საქმე არსებით განსახილველად არ გადაცემულიყო, რადგან, მათი თქმით, მასში არ დევს არანაირი მტკიცებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს სამოქალაქო დავის მოსამზადებელი სხდომა - მოსარჩელეები ქიბარ ხალვაში და შპს პანორამა, მოპასუხეების ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას, შპს გეო-ტრანსის, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. 

დღევანდელ მოსამზადებელ სხდომაზე რუსთავი 2-ის მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება, რადგან მთავარი ადვოკატი და არხის გენერალური დირექტორი პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებდნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული შუამდგომლობა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს სურს, სასამართლო თავის რეჟიმში ამყოფოს. 

რუსთავი 2-მა ასევე ითხოვა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება, შემდეგ კი, საქმის კოლეგიური წესით განხილვა. თუმცა ტელეკომპანიის შუამდგომლობები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, შპს ტელეკომპანია საქართველოს ყადაღა დაადო. შპს ტელეკომპანია საქართველო რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, აგვისტოში ხალვაშის მოთხოვნით, რუსთავი 2-ის წილები დააყადაღეს. 

კომენტარები