აშშ-რუსეთის ურთიერთობები

დღეს ნიუ იორკში ობამა და პუტინი ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ

Obama and Putin at a G8 summit meeting in Northern Ireland
EPA

დღეს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი შეხვედრას გამართავენ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრა პუტინის თხოვნით დაინიშნა და, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, პრეზიდენტი ობამა პირველად დათანხმდა პუტინთან შეხვედრას ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი შეხვედრის მთავარ თემად სირიის საკითხს ასახელებს.

კომენტარები